ორ ქვეყანას შორის უკიდურესად გამწვავებული ვითარების ფონზე, საქართველოს მთავრობამ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარების შესახებ. პარალელურად, ხელისუფლება დაპირისპირებულ მხარეებს თბილისში, მოლაპარაკების მაგიდასთან ეპატიჟება. საქართველო ერთადერთი არ არის, ვინც ლიდერებს დიალოგისკენ მოუწოდებს, თუმცა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ პაშიანიანმა დღეს განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ აზერბაიჯანის მხრიდან საომარი მოქმედებების შეჩერების შემთხვევაში დაიწყება. ილჰამ ალიევი კი ამბობს, რომ მოწინააღმდეგეს იმ პირობით დაელაპარაკება, თუ მედიაციაში ნეიტრალური მხარეები ჩაერთვებიან.
ქართული მხარის შეთავაზებები და გადაწყვეტილებები, რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ნაბიჯად მიაჩნიათ ანალიტიკოსებს. უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების აზრით, მაკოორდინირებელმა ორგანომ ყველა სავარაუდო სცენარის დეტალური განხილვა და სტრატეგიის მომზადებაც უნდა დაიწყოს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო. ერთკვირიან დაპირისპირებას უკვე ათეულობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.