ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველო 250 000-ზე მეტ ვაქცინას შეიძენს, რადგან მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ნდობა და მოთხოვნა საკმაოდ დიდია.
"ვაქცინის შემოტანას ვაპირებთ, მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა ასევე სურვილი, რომ ისინი იყვნენ აცრილები. შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ველოდებით ვაქცინის პირველ ნაწილს და სწორედ მაშინ დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია. საერთო ჯამში, ჩვენ შევიძენთ 250 000-ზე მეტ ვაქცინას,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ