სომხეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი სომხეთს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.
ნიკოლ ფაშინიანი კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ოფიციალური ერევანი ბაქოს აკისრებს. ვრცელი ინტერვიუ ნიკოლ ფაშინიანმა გერმანულ გამოცემა Bild-ს მისცა.
"რუსეთს სომხეთში 102-ე სამხედრო ბაზა ჰყავს განთავსებული. ჩვენ გვაქვს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიანი სისტემა. ამ სისტემასთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება, რომელშიც გაწერილია, რა შემთხვევაშია საჭირო მისი გამოყენება. ვიმედოვნებ, რომ რუსეთი შეასრულებს ამ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას, თუ ამის საჭიროება იქნება,"- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.