17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი კვლავ იზრდება საბიუჯეტო ხარჯები - ირაკლი აბესაძე

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, თუმცა საბიუჯეტო ხარჯები მაინც იზრდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შესამცირებლად პროექტები არ ხორციელდება.

"უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი, კვლავ იზრდება საბიუჯეტო ხარჯები, იზრდება სახელმწიფო ვალი, თუმცა ამის ფონზე ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ ეკონომიკისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორიც იქნებოდა გადასახადების შემცირება, პენსიების მნიშვნელოვანი ზრდა და ასე შემდეგ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა ირაკლი აბესაძემ.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში იწყება, 16 ოქტომბერს კი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა შედგება. განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც ის მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 147 მილიონით იზრდება. მასში COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები ამ ეტაპზე ასახული არ არის.

დღის ამბები