17 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
ფინანსთა სამინისტრომ ​ჩვენი კამპანიის მუდმივი წნეხის შედეგად სწორი რეგულაცია შემოიტანა - ანა დოლიძე აზარტულ თამაშებზე

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ რეგულაციებს დაგვიანებულ, მაგრამ სწორად გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

როგორც დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნებისმიერ ახალგაზრდას ნებისმიერი ციფრების შეტანით აზარტული თამაშების ანგარიშის გახსნა შეეძლო, ახლა კი ფინანსთა სამინისტრომ მათი კამპანიის მუდმივი წნეხის შედეგად, შემოიტანა სწორი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იქნება პირადი მონაცემების შეტანა.

"ფინანსთა სამინისტრომ ​ჩვენი კამპანიის მუდმივი წნეხის შედეგად შემოიტანა სწორი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იქნება პირადი მონაცემების შეყვანა, ეს მონაცემები გადამოწმდება და დაგროვდება ფინანსთა სამინისტროს მიერ ონლაინ პლატფორმებზე,"- განაცხადა ანა დოლიძე.

დღის ამბები