17 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
პარლამენტის ბოლო სხდომამდე ველოდით ვენეციის კომისიის დასკვნას - გიორგი კახიანი ოპოზიციის კრიტიკაზე

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესმდივნის შეფასებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებები მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. უმრავლესობის წევრების განცხადებით,  ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას პარლამენტის ბოლო სხდომამდე ელოდებოდნენ. 

მათივე თქმით, კომისიას აცნობეს, რომ 30 სექტემბერს პარლამენტი საშემოდგომო სესიას ასრულებდა და ისინი დასკვნას სწორედ ამ თარიღამდე ელოდებოდნენ, თუმცა ეს დროში ვერ მოესწრო.   

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, პარლამენტს ან უნდა მიეღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ცვლილებები, ან ის უნდა შეეჩერებინათ.

"ბოლო მომენტამდე ჩვენ ველოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას, თუმცა გესმის, რომ დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ჩვენ ეს კანონპროექტი მივიღეთ პლენარული სხდომების ბოლო დღეს. ანუ, იმის მერე ფაქტობრივად პლენარული სხდომები არ იმართება. ეს მოწვევის პარლამენტი შესაძლებელია პლენარულ სხდომაზე აღარ შეიკრიბოს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება. ანუ, ფაქტიურად, ჩვენ მივიღეთ ბოლო დღეს. აქედან გამომდინარე, საკითხი ფაქტიურად ესე იდგა, რომ ან არ უნდა მიეღო ამ მოწვევის პარლამენტს ეს კანონპროექტი, ან უნდა მიგვეღო ისე, როგორც ეს გავაკეთეთ,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა. 

დღის ამბები