პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საარჩევნო პროცესი არ შეჩერდება. პრემიერის თქმით, პროცესი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.
"საარჩევნო პროცესს ვერ და არ გავაჩერებთ, მიუხედავად ზოგიერთი ვაი ექსპერტის მოწოდებისა. ეს არის ხელშეუხებელი პროცესი და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით ჩატარდება. ეს არის პრიორიტეტი. საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება," - განაცხადა პრემიერმა.