17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
წარდგენილი ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია - დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი მელაშვილის დაკავებაზე

დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება,"-წერს ფეისბუქში გიგი გიგიაძე.

დღის ამბები