17 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და UNFPA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2020 წლის 8 ოქტომბერს, გაეროს სახლში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

მემორანდუმის თანახმად, სააგენტო და გაეროს მოსახლეობის ფონდი გააძლიერებენ ერთობლივ ძალისხმევას შემდეგი მიმართულებით:

გაეროს მოსახლეობის ფონდი ხელს შეუწყობს სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას ხანდაზმულთა უფლებების განხორციელების და მათი უფლებების დაცვის მიზნით, რაც გულისხმობს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებას, მომსახურების სტანდარტებისა და ოპერაციული პროცედურების განვითარებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და მონიტორინგის სისტემების გაძლიერებას;

გაეროს მოსახლეობის ფონდი მხარს დაუჭერს სააგენტოს დაქვემდებარებულ და/ან მის მიერ ადმინისტრირებულ მომსახურებათა განვითარებას გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, რაც მოიცავს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და გენდერულ საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, რეგულაციების, სტანდარტების და ოპერაციული პროცედურების დახვეწას, მონიტორინგის სისტემის გაძლიერების და ერთობლივი საკომუნიკაციო კამპანიების წარმოებას.

მემორანდუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია UNFPA-ს საქართველოს ოფისის მასშტაბური სამუშაოსი, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ძალისხმევის გაძლიერებას საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

დღის ამბები