საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიდ გულიევი მიიღო. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.
საპატრიარქოს ცნობით, ელჩმა ილია მეორეს მიღებისთვის და მის მიერ გაკეთებული სამშვიდობო მოწოდებებისთვის მადლობა გადაუხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ფაიდ გულიევს ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა და მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წუხილი გამოთქვა.
კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ სომხეთის ელჩსაც შეხვდა.