23 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მინდა მოვუწოდო, არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ პროვოკაციას არ წამოეგონ, გიორგი გახარიას თქმით, "ქართული ოცნება" დღეს იმდენად ძლიერია, რომ  კონკურენტებს მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდად მხოლოდ პროვოკაციები დარჩათ.

"მინდა "ქართული ოცნების" თითოეულ  მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას, "ქართული ოცნება" დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს, ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის," -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

დღის ამბები