"საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ" პარტიის საარჩევნო პროგრამა და პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა. ომის ვეტერანთა პოლიტიკურ მოძრაობაში გაერთიანდნენ ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური მოძრაობა პირველად იღებს მონაწილეობას, როგორც დამოუკიდებელი პარტია.
"ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წარმომადგენლობა გვყავდეს პარლამენტში, იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა, ვისაუბროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე,“ - ამბობს საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” თავმჯდომარე გია ბერძენიძე.