17 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
იმედი გვაქვს გამოძიება გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება - კელი დეგნანი დავით გარეჯის საქმეზე

აშშ-ს ელჩი დავით გარეჯის სადავო ტერიტორიების საქმეს გამოეხმაურა. კელი დეგნანის თქმით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი მხრიდან საკითხზე რაიმე სახის განცხადება არ იქნება სწორი.

აშშ-ის ელჩი საქართველოში იმედოვნებს, რომ გამოძიება გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება.

"ეს არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი. ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული რაიმე სახის განცხადება გავაკეთო. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. სადემარკაციო კომისიის მუშაობა მიმდინარეობდა წლების განმავლობაში. იმედი გვაქვს, გამოძიება გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები