17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში გავალ და გავიმარჯვებ - ლევან კობერიძე

პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის” ლევან კობერიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ყველა მაჟორიტარს აღიქვამს კონკურენტად, ვისაც, თუნდაც ერთი ამომრჩეველი მაინც უჭერს მხარს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა კანდიდატმა გაიაზროს, რომ დებატებისთვის ჰქონდეთ მზაობა.

"ისტორიულად ვაკის ოლქში ყოველთვის იყო გაცილებით მეტი ოპოზიციური განწყობა. ეს უბანი ყოველთვის იყო ის ადგილი, საიდანაც მნიშვნელოვანწილად იწყებოდა ცვლილებები. მეც ამიტომ გადავწყვიტე ამ ოლქში ჩემი კანდიდატურის დაყენება და პლუს, მე ამ ოლქში ვცხოვრობ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში გავალ და მერე მეორე ტურში გავიმარჯვებ. კონკურენტებად აღვიქვამ ერთი ტურძელაძეს, რომელიც არც კი ჩნდება პოლიტიკურ ველზე. მინდა ტურძელაძეს ვკითხო, რა დაუჯდა ბილბორდების ის კამპანია, რომელიც ვაკეშია მოფენილი. ამომრჩეველს მინდა ვკითხო, ცოტა შეურაცხყოფილად ხო არ გრძნობენ თავს, რომ ისეთი კანდიდატი დაუყენეს, რომელიც მხოლოდ ბილბორდებზე ჩნდება?!

მეორე კონკურენტი კი არის ჩემთვის ელენე ხოშტარია, რომელმაც 2016 წელსაც იყარა კენჭი. ეს ორი არის ჩემი ძირითადი კონკურენტი, თუმცა, მე ყველას პატივს ვცემ კონკურენციის ფარგლებში.

ჩემთვის მთავარი დაპირებაა, რომ ხალხს არასოდეს დავშორდები და არანაირი პარტიული დავალება არ არის ჩემთვის უზენაესი. მე მოვითხოვე შოთაძის გადადგომა, ასევე ჩინჩალაძე მურუსიძის გამო დავტოვე "ქართული ოცნება" და ასეა ახლაც,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები