17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ჩვენ გვინდა დავნერგოთ ჰოლაკრატია, ახალი თანამედროვე ჰორიზონტალური მმართველობის სისტემა - მაია კუკავა

პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა "დღის კურიერში" აცხადებს, რომ პარტიის მთავარი იდეოლოგია არის პირდაპირი დემოკრატია და ამ პროცესებში ადამიანების უშუალო ჩართულობა.

მაია კუკავამ გადაცემაში ასევე საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა, ჰოლაკრატიაზე, რომელიც ითვალისწინებს ახალი თანამედროვე ჰორიზონტალური მმართველობის სისტემა აღმასრულებლად საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

"ჩვენი მთავარი იდეოლოგია არის პირდაპირი დემოკრატია, ადამიანების უშუალო ჩართულობა ამ პროცესებში იმიტომ, რომ დაიღალა ხალხი იმის მოსმენით, რომ უაზრო დაპირებები გაიცემა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და სწორედ ხალხიდან და პირდაპირი დემოკრატიიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს პროგრამა შედგენილი მათთან უშუალო კომუნიკაციის და ჩართულობის შედეგად ეს პროგრამა არ შეიქმნა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, იმისთვის, რომ საარჩევნო პროგრამა გვქონოდა. ყველა იქ გაწერილი პრობლემის დეტალური ახსნა გვაქვს ჩვენ.

ჩვენ გვინდა დავნერგოთ ჰოლაკრატია, რომელიც არის ახალი თანამედროვე ჰორიზონტალური მმართველობის სისტემა აღმასრულებელ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, განათლების მიმართულებით კამპუსური ტიპის სკოლები, რომლებიც იქნება ადაპტირებული სასკოლო, სამეცნიერო, სპორტული ინფრასტრუქტურით მთელს საქართველოში, ახალგაზრდებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, სტუდენტური ქალაქი, ჯანდაცვის მიმართულებით საერთაშორისო საექთნო სკოლა და ექიმების დახელოვნების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და შემოსავლისასტელე-მედიცინა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი რეგიონისთვის, რათა დაავადებები უფრო ეფექტურად ვმართოთ," - აცხადებს მაია კუკავა.

დღის ამბები