17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარული ოლქში 69%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს - Survation-ის კვლევა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. 

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა-ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.

წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს -68%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 20%, 50-50- 11%, და არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს მხოლოდ - 1%.

წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

ალექსანდრე მოწერელია (ქართული ოცნება) - 69%

როლანდ ფიფია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია) - 19%

თამარ ბელქანია (ლელო) - 9%

ლელა ქებურია (ევროპული საქართველო) - 2%

ვიქტორ ცაავა (პატრიოტთა ალიანსი) - 1%.

ამავე ოლქში პარტიული რეიტინგი ასე გამოიყურება: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

ქართული ოცნება - 66%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 23%

ლელო - 3%

პატრიოტთა ალიანსი - 3%

ლეიბორისტული პარტია - 2%

გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი - 2%

ევროპული საქართველო - 1%.

საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.

დღის ამბები