საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება. პრეზიდენტი ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
"მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას მთიან ყარაბაღში და ვურჩევ მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას.
მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია, ჩვენი რეგიონისთვის,"- წერს სალომე ზურაბიშვილი.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყვეტილება ძალაში დღეს 12:00 საათძე შევიდა.