17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლად აღმოჩენილი რუკები გამოვიყენოთ აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესში - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "კარტოგრაფების საქმის" გამოძიებისას აღმოჩენილი რუკების ფაქტობრივი მასალა საქართველოს დაეხმარება აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კუთხით პოზიციები გაიმყაროს.

არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების კუთხით წარმოებული გამოძიება პოლიტიკის მიღმა დგას.  

"ჩვენი დამოკიდებულება დავით გარეჯთან დაკავშირებით, არის ძალიან მკაფიო, ეს არის ზეპარტიული საკითხი, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ახლად აღმოჩენილი რუკების ფაქტობრივი მასალა, რომელიც საქართველოს უკეთეს და სამართლიან პირობებში აყენებს გამოვიყენოთ შემდგომო მოლაპარაკების პროცესში აზერბაიჯანთან და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეროვნული ინტერესების და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტურად დაცვა.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ეს არის სამართლებრივი პროცესი, ამას პოლიტიკურ განზომილებაში არ ვხედავთ, ვინაიდან ეს არის ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა, ეს აერთიანებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ შეაფასოს, რას ემსახურება ოპოზიციის ასეთი ორკესტრირებული რეაქციები, რატომ იმართლებენ ისინი თავს იმ საკითხზე, რაც არ არის პოლიტიკურ დღის წესრიგის მქონე და ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესშია, რომ დავით გარეჯი თავისი სამონასტრო მთლიანი კომპლექსით იყოს დაცული თავის სამართლიან საზღვრებში,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები