პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა" ვაკის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატად ბექა ნაცვლიშვილი წარადგინა. ღონისძიება გიორგი გაჩეჩილაძის სიტყვით გაიხსნა, სწორედ მან წარუდგინა მხარდამჭერებს ვაკის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი.
"ბექა არის სწორედ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ასეთი ადამიანები ძალიან გვაკლია პოლიტიკაში. დღეს არსებული დაპირისპირების სიტუაცია ოდესღაც უნდა დამთავრდეს, ბექა და ეს გუნდი კი არის ის, ვისაც ამ ყველაფრის დამთავრება შეუძლია.
ვაკე ჩვენ არასოდეს დაგვითმია, თუ ჩვენ ავწიეთ ეს სიმძიმე და ვაკეში გავიმარჯვეთ, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად სხვანაირად დაფიქრდებიან ყველგან და სულ სხვა პოლიტიკური მოცემულობა დაიწყება საქართველოში," - აცხადებს მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი).