17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
აფგან მუხთარლის ჩამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდში კითხვებს ბადებს - არჩილ თალაკვაძე

აფგან მუხთარლისთვის უარის თქმის საფუძველი კანონიერი იყო - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, უარის თქმის ფაქტს. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, ამის მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული რეგულაციები გახდა. ამასთან, არჩილ თალაკვაძე ინტერესდება, რატომ გადაწყვიტა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა საქართველოში  წინასაარჩევნოდ ჩამოსვლა.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით იყო მიღებული. ასევე, ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის კითხვებს ბადებს, რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსვლა, ვინაიდან, როგორც ის და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, მას აქვს სამართლებრივი სახის საკითხები ხელისუფლებასთან. შესაბამისად, მისი ჩამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდში კითხვებს ბადებს. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ არის პანდემია და უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები