17 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
კარგი იქნება, რაშიდ მუსაევზე ზეწოლა გამოეძიებინათ, რატომ მიიყვანეს ეს ადამიანი ამ მდგომარეობამდე - მამუკა ხაზარაძე მუქარის ვიდეოზე

გარდაბანში "ქართული ოცნების" დეპუტატზე განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური შეფასებებიც გაკეთდა. პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კონფლიქტი, თავდაპირველად, სწორედ "ქართული ოცნების" მხრიდან დაიწყო და ისინი "ლელოს" აქტივისტს რაშად მუსაევს ემუქრებოდნენ, რის გამოც აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მუსაევმა აღნიშნული ვიდეო ჩაწერა.

"კარგი იქნება, რომ რაშიდ მუსაევზე ზეწოლა გამოეძიებინათ, რატომ მიიყვანეს ეს ადამიანი ამ მდგომარეობამდე. ჩვენ ამას არ დავტოვებთ ასე. ყველა ის ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული - საიდან დაიწყო ეს ისტორია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ არ დავტოვებთ ძალადობის არც ერთ ფაქტს გამოუძიებელს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები