17 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ეს არის პროვოკაციული თავდასხმა ენმ-ზე, შემდეგი სახელი იქნება მიხეილ სააკაშვილი - ნუგზარ წიკლაური გარეჯის საქმეზე

ოპოზიცის განცხადებით, საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას სამართლებრივი შინაარსი არ აქვს და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილსაც მალე დაასახელებენ:

"ამ საქმეს არ აქვს სამართლებრივი შინაარსი, ერთადერთი შინაარსი არის პოლიტიკური, ის უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს და ამ წინასაარჩევნო პერიოდში არის რუსეთიდან განხორციელებული პროვოკაციული თავდასხმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი სახელი უკვე იქნება, პერსონალურად, მიხეილ სააკაშვილი," - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის დემონიზირება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სცენარშია და მმართველი გუნდი 2016 წელსაც ასე მოიქცა.

"ეს არ არის დავით გარეჯის საქმე, ეს არის მორიგი წინასაარჩევნო სცენარი, რომელსაც დგამს "ქართული ოცნება", ისე, როგორც მაგალითად 2016 წელს არჩევნები მთლიანად გადაატარეს მაშინ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიებაზე. ყველა ასეთი ტიპის ბრალდება, ყველა ასეთი კონსპირაცია, ეს არის ნაწილი პოლიტიკური სურათის, როგორ უნდა მოხდეს ხალხის ყურადღების გადატანა რეალური პრობლემიდან დემონიზირებულ ოპოზიციაზე"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები