ბიუჯეტის პროექტის ფრაქციებში განხილვის პროცესში "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღო. მიზეზად ოპოზიციური ფრაქცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს ასახელებს, რომელიც, მათივე შეფასებით, გამოწვევებს ვერ პასუხობს.
"ქართული ოცნების" ყველა დაპირებას ამხელს ბიუჯეტი. ბიუჯეტი არის დამყარებული კონკრეტულ რიცხვებზე, ხოლო ეს რიცხვები ღაღადებენ ერთ რამეს, ამ ბიუჯეტის მქონე ქვეყანა იქნება მუდმივ სიღატაკეში. იქნება მუდმივი ფასების ზრდა, ჩამოშლილი ლარი და ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდება "ქართულ ოცნებას" და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს, ეს ბიუჯეტი არ იქნება მომავალი წლისათვის," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.