"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია მისივე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის პათოსს არ იზიარებს.
როგორც თავად აღნიშნა, საარჩევნო კამპანია ითხოვს პარტიებს შორის განსხვავებების ჩვენებას, მაგრამ არა ამ ფორმით.
"გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციაა პარტიებს შორის და ერთიანობის მიუხედავად ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას, მაგრამ გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა, არამედ მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში.