17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
გავრცელებული ვიდეომიმართვით "ევროპულმა საქართველომ" ბიძინა ივანიშვილის გული გაახარა - გიორგი ბარამიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, დღეს გავრცელებული ვიდეომიმართვით "ევროპულმა საქართველომ" ბიძინა ივანიშვილის გული გაახარა. 

"ეს არის ფუნდამენტურად არასწორი მოქმედება, არამარტო მორალურად, რაც მთავარია პრაგმატულად, ისინი არამარტო საკუთარ თავს იზიანებენ, კარგავენ ბევრ მხარდამჭერს, როდესაც ამომრჩეველი ხედავს, რომ ისინი ივანიშვილთან კინკლაობის პარალელურად, ივანიშვილის მთავარ დამმარცხებელ ძალას ებრძვიან, რომ ისევ ივანიშვილის გულს ახარებენ. ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომლებსაც შესაძლოა მათთვის ხმა მიეცა, მათ ხმას აღარ მისცემს, მაგრამ მე ეს ნაკლებად ამაღელვებდა, რომ არა ის, ამან შეიძლება ზოგადად გაუგებრობა გამოიწვიოს ოპოზიციასთან დაკავშირებით და ეს ხმები, შეიძლება პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებში აღარ წავიდეს და საერთოდ ფრუსტრაცია მოახდინოს ამომრჩევლის, ეს ძალიან ცუდი და არასწორია, რასაც ეს პოლიტიკური ძალა აკეთებს,"- აცხადებს გიორგი ბარამიძე. 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის როლს მიმდინარე საარჩევნო კამპანის დროს, გიორგი ბარამიძის თქმით, ვანო მერაბიშვილი ენმ-ს არც პოლიტსაბჭოს წევრია და არც სამდივნოსი

"საკუთარ პარტიას მიხედონ და საკუთარ პარტიაში რა ხდება იმაზე ისაუბრონ. ვანო მერაბიშვილი ჩვენი პარტიის წევრია, არის აქტიური ადამიანი და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს, პატრიოტს, შეუძლია და ცდილობს, მათ შორის ვანო მერაბიშვილიც, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და დაამარცხოს მეხუთე კოლონა საქართველოში. თუ გვაქვს საერთოდ წარმოდგენილი, რა დიდი ჭირი უნდა მოვიშოროთ ამ არჩევნებით, წარმოუდგენელია პერსონებზე ცალკე საუბარი. ყველა უნდა ჩავერთოთ და თუკი ვინმეს რამე შეგვიძლია, ეს პუტინისტური, მოღალატეობრივი ძალა ქვეყანას მშვიდობიანად მოვაცილოთ,"- განაცხადა "დღის კურიერში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.  

დღის ამბები