2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობენ.
დღის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისგან ისმოდა დაპირებები, მსჯელობა პრობლემების მოგვარებასა და სამომავლო გეგმებზე.
"შენ პარლამენტში" - ამ სახელწოდებით ვაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ლელოდან" საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია გამართა.
ეროვნული კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთიბაშია". ლაგოდეხში პარტიის ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე ისაუბრეს.
ქუთაისში იმყოფებოდა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი. ნინო ბურჯანაძე პოლიტსაჭოს წევრებთან ერთად მშობლიურ ქალაქში მხარდამჭერებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მოსახლეობას ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი წარუდგინა.