17 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
სიამაყის გრძნობა დამეუფლა როდესაც საქართველო საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებულ ანგარიშში მოწინავე პოზიციებზე ვნახე - კონგრესმენი ალექს მუნი

სიამაყის გრძნობა დამეუფლა, როდესაც საქართველო საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებულ ანგარიშში მოწინავე პოზიციებზე ვნახე - ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი "ტვიტერში" საქართველოს შესახებ წერს. 

"სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ავრცელებს საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით ანგარიშს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს აფასებს.

სიამაყის გრძნობა დამეუფლა, როდესაც საქართველო მოწინავე პოზიციებზე ვნახე, ქვეყანა, რომელსაც ფინანსური სერვისების კომიტეტში მუშაობის დროს ვეწვიე.

საქართველო ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყანაა, რომელიც ახლა, თავისუფალი ბაზრის რეფორმის შემდეგ, ვითარდება. ის ამერიკის ძლიერი მოკავშირეა. მათ დაამტკიცეს, რომ ეკონომიკური თავისუფლება ახალი განვითარებისა და ინვესტიციების საწინდარია," - წერს ალექს მუნი.

დღის ამბები