"ლელომ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელა.
ხაზარაძე დავით უსუფაშვილმა წარადგინა, ღონისძიებაზე "მარშალის გეგმის" შესახებაც იყო საუბარი.
"ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას. ახალ შემართებას, ახალ ენერგიას, ახლებურ მიდგომას და ახლებურ მმართველობას. ჩვენ პრემიერ-მინსტრის თანამდებობაზე გთავაზობთ, ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს,"-აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი.
"ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, ამ ქვეყანაში დავამარხოთ ყველაზე მთავარი მტერი, სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი. დღეს არა მხოლოდ მამუკა ხაზარაძის დასახელება, არამედ იმ გუნდის წარმოჩენა, რომელიც იქნება ბირთვი სწრაფი რეფორმების გატარებისა, რომელსაც ჰქვია "მარშალის გეგმა", საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, დააყენოს საქართველო ფეხზე,"-განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ.