სასტუმრო "სტამბაში" პროგრამის "გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა და გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას, აგრეთვე, ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.