"რუსთავი 2-ის" მიერ ბრიტანული კომპანია Survation-ისთვის დაკვეთილი კვლევა, დღეს კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა. ამჯერად კვლევები თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში ჩატარდა: დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი - ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადი.
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კვლევის შედეგები შემდეგია:
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას. აცხადებს -78 %
ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 10%
50-50- 8%
და არ მივიღებ მონაწილეობს ამბობს - 4%
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?
გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება) - 55%
ანა დოლიძე (მოძრაობა ხალხისთვის) - 18%
ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) - 15%
ლევან სამუშია (ლელო) - 3%
დიმიტრი ლორთქიფანიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 3%
გედევან ფოფხაძე - (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) - 3%
არჩილ ბერიძე (პატრიოტთა ალიანსი) - 2%
და მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი - 1%
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?
ქართული ოცნება - 60%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 10%
გირჩი -7%
პატრიოტთა ალიანსი - 5%
ლელო - 4%
ლეიბორისტული პარტია - 4%
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%
ერთიანი საქართველო -3%
ევროპული საქართველო - 2%
და სხვა პარტიას ირჩევს - 1%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.