ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა
ამჯერად კვლევები თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში ჩატარდა : დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი - ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადი.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.
Survation კვლევისას ითვლის მხოლოდ იმ რესპონდენტების პასუხებს, რომლებიც ნამდვილად მიდიან არჩევნებზე.