დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავების საკითხს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედექ ხაჩიძე გამოეხმაურა. როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გადაცდომის რეალურად არსებობის შემთხვევაშიც კი, ამ საქმის სამშობლოს ღალატად შეფასება მძიმე ბრალდებაა.
ეპისკოპოსი მელქისედეკი ასევე გამოეხმაურა ნატალია ილიჩოვას მიერ გაკეთებულ განცხადებას უდანაშაულობასთან დაკავშირებით და კომისიის დაკავებულ წევრებს ბოდიში მოუხადა:
"დავა მიდის რაზე, რომ კომისიის წევრს რაღაც გადაცდომა მოუვიდა ვთქვათ, ამაში გამოიხატება სამშობლოს ღალატი? გუშინ მოვისმინე, რომ ეს ორი ადამიანი ამბობს ასეთ რამესო, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართო, გაოგნებული ვართ და ველოდებით, რომ კარი გაიღება და ბოდიშს მოგვიხდიანო. მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი მართლა გულწრფელად ბოდიშს ვუხდი," - განაცხადა ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ.