დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიების დაწყებასა და კომისიის წევრების დაკავების საკითხს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გააქტიურება მისთვის გაუგებარია.
"პირველი, რაც თვალში საცემია ძალიან ის არის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ რუკებზე, მდებარეობაზე და ჯერ ვერ ვნახე ადამიანი, ვისაც შეუძლია თქვას, რომ აი მე გავშალე და დავათვალიერე კარგად. მეორე, რაც ეჭვს იწვევს და მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე და მაინც და მაინც ახლა გააქტიურდა ეს თემა, ამიტომ გაუგებარია ჩემთვის. ჯერ არ ვიცით სინოდი როდის იქნება, მით უმეტეს არ ვიცით რა საკითხები იქნება," - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.