17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ია მეტრეველი და სოსო მანჯავიძე "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "დავასრულოთ" დამფუძნებლები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას ითხოვენ. ამის შესახებ ია მეტრეველმა და სოსო მანჯავიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ორგანიზაციამ პეტიცია უკვე დაარეგისტრირა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მთავარ არგუმენტად დავით გარეჯის საკითხი მოჰყავთ.

"უნდა შევაგროვოთ ათი ათასი ელექტრონული ხელმოწერა, რომ მთავრობამ განიხილოს ეს საკითხი და მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. არ შეიძლება პოლიტიკურ ველზე იყოს ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა სოსო მანჯავიძემ.

აღნიშნულ მოთხოვნას თავად "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაშიც" გამოეხმაურნენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ქვეყნის მთავარი დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციური პარტია, მუდმივად არის რუსეთის სამიზნე. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული გეგმა წინასაარჩევნოდ ძირითად ოპოზიციურ პარტიაზე თავადსხმის მიზნით," - განაცხადა პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.   

დღის ამბები