17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ჩემი მთავარი გზავნილი დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩევლის მიმართ არის, გავერთიანდეთ მჩაგვრელების წინააღმდეგ - გედევან ფოფხაძე

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას, ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრებზე გაჟღერებულ ძირითად გზავნილებზე ისაუბრა.

"დღეს მქონდა დიღმის მასივში ამომრჩეველთან შეხვედრა, შემდეგ მოვაწყვეთ მსვლელობა უბანში და ამ მსვლელობის პროცესში გავაჟღერეთ ჩვენი ძირითადი გზავნილები საზოგადოების მიმართ, რა მიგვაჩნია, რომ 31 ოქტომბერთან იყოს ასოცირებული და რა ძირითადი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ 31 ოქტომბერთან დაკავშირებით. მე მესმის, რომ დიდუბე-ჩუღურეთს აქვს სპეციფიკური თავისებურებები, იქ შეიძლება ბიზნესი და საერთოდ საწარმო და საქმიანი ურთიერთობები ცოტა უფრო სხვანაირად განვითარდეს და იყოს სპეციფიკური ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან ამა თუ იმ მიმართულების განვითარების, მარგამ მე არ მჯერა იმის, რომ ერთ ცალკე აღებულ ოლქში შესაძლებელია რაღაც ისე გაკეთდეს, რომ კონტრასტი დიდი იყოს ისნის ცხოვრებასა და დიდუბე-ჩუღურეთის ცხოვრებას შორის,"- აცხადებს გედევან ფოფხაძე.

მისივე თქმით, სისტემური ცვლილებების გარეშე მოქალაქეების ცხოვრება არსებითად არ გაუმჯობესდება.

"ჩემი მთავარი გზავნილი დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩევლის მიმართ არის გავერთიანდეთ მჩაგვრელების წინააღმდეგ," - აღნიშნავს გედევან ფოფხაძე. 

დღის ამბები