17 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
"ქართული ოცნების" მთავარი კონკურენტი ყოველთვის ისევ "ქართული ოცნებაა" - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" გიორგი ვოლსკიმ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში და კონკრეტულად კი მის ოლქში, ამომრჩევლებისთვის მთავარი პრობლემა პოლიტიკურ ველზე არსებული არეულობაა. 

"დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში რეალური პრობლემა არის ის, რომ არეულობაა პოლიტიკურ ველზე და ხვალინდელი დღის სტაბილურობის განცდის დანგრევას ცდილობს ყველა, მათ შორის ჩვენი ოპონენტები. მოსაგვარებელია, მაგრამ მოძველდა სოციალურ თემებზე საუბარი. ეს თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ არის მეორე თემა - სამშობლო, ქვეყანა, სტაბილურობა და ის საფრთხეები, რაც ჩვენ გარედან თუ შიგნიდან შემოგვესია. ამ საკითხებზე ამომრჩევლები ხშირად საუბრობენ. საზოგადოება ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას ითხოვს. ასევე არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ არავინ არ დაუშვას, რომ საზოგადოებას არ ესმის რა ხდება ჩვენ გარშემო,"- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. 

რაც შეეხება შეკითხვას, ვის თვლის გიორგი ვოლსკი არჩევნებში მთავარ კონკურენტად, აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" კონკურენტი ყოველთვის ისევ "ქართული ოცნებაა". 

"ქართული ოცნების" კონკურენტი ყოველთვის ისევ "ქართული ოცნებაა" თავისი შეცდომებით, მაგრამ ჩვენ საზოგადოების დიდი იმედი გვაქვს, რომელიც ხედავს, რომ ეს არის პოლიტიკური თავდადებული ძალა თავისი ქვეყნისთვის,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები