17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ანა დოლიძემ რამდენიმე პირის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ რამდენიმე პირის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 

მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, გარეშე პირებისგან ფიქსირდება თვალთვალი, კერძოდ, უცხო პირების მხრიდან ხდება მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ფოტო- ვიდეო მასალის გადაღება.

ანა დოლიძე ამბობს, რომ აღნიშნული ქმედება ხელს უშლის აწარმოოს წინასარჩევნო კამპანია. მისი მოთხოვნაა, მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და აღიძრას საქმე 151 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადევნების ნიშნით.

"ჩემი კამპანიის თითოეულ შეხვედრას, თან სდევს თვალთვალი და ვიდეოგადაღბა, გია ვოლსკის და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან. მინდა მოვითხოვო, ადევნების ნაწილში მცნონ დაზარალებულად, რომ მოვახერხო და ორგანიზატორი, ამ სისტემატიური თვალთვალის, მოქალაქეების, ჩემი მხარდამჭერების დაშინების, რომ მოვიდნენ შეხვედრაზე, როდესაც ასინეთა ტელეფონით ადგას და იღებს, ბუნებრივია, იწვევს შიშს შეხვედრაზე დასწრების,"- აცხადებს  პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე.

დღის ამბები