17 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
პარტია "მოქალაქეების" პირველი ათეული ცნობილია - პრეზენტაციაზე ყველა მათგანმა ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა

პარტია "მოქალაქეების" საარჩევნო პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია. სიის პირველი ნომერი თავად ალეკო ელისაშვილია, მეორე - ლევან იოსელიანი, მესამე - ქეთევან თურაზაშვილი, მეოთხე - გენრი დოლიძე, მეხუთე - ივანე ნორაკიძე, მეექვსე - ფატი ბარჯაძე, მეშვიდე - სულხან ნამჩევაძე, მერვე - გიორგი გაბაიძე, მეცხრე - ნატო კირვალიძე და მეათე გიორგი რეხვიაშვილი იქნება.

პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" ათეულის ყველა წევრმა ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა და ყველა მათგანმა საკუთარ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ 24 საათის განმავლობაში, მზად არიან მოსახლეობის ზარებს უპასუხონ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად.

"წარვადგინეთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის, პარტია "მოქალაქეების" ათეული. ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში მოვუსმენთ ხალხს. ჩვენ გვინდა ახალი პოლიტიკური რეალობა შევთავაზოთ ხალხს, როდესაც პოლიტიკოსები გამოკეტილი ცხრაკლიტულებიდან და შავი ჯიპებიდან კი არ უნდა უყურებდნენ ხალხს, არამედ უნდა უსმენდნენ ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები