17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
კახა კალაძემ თბილისის ურბანული ტყის აღდგენის პროექტის შუალედური ანგარიში წარადგინა

კახი კალაძემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით მიმდინარე თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა განიხილეს.

"გაგაცნობთ პროექტს, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში განხორციელდება. ეს ტერიტორია მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, სამხრეთით კი ოქროყანის დასახლებას ემიჯნება. მნიშვნელოვანია მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საშენის განვითარება მოხდება. ასევე გათვალისწინებულია, როგორც ტურისტული ასევე საფეხმავლო ბილიკების პროექტების განხორციელება,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

საკვლევი არეალი, რომელიც 700 ჰექტარს შეადგენს, მოიცავდა კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სივრცეებს.

დღის ამბები