პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" "ახალი მარშალის გეგმის" წარდგენას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებისთვის კვლავ აგრძელებს.
დღეს "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფიკო შამანიდმა, წარადგინეს პარტიის პროგრამული ხედვა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობასთნ დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიც.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი მიზანი იყო, ჩვენი ხედვა განსახილველად წარგვედგინდა და მოგვესმინა მათი აზრი იმისათვის, რომ საბოლოო ვარიანტში გავითვალისწინოთ ყველა ის მოსაზრება, რომელიც მათ გააჩნდათ,"- აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოფიკო შამანიდი.