შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა.
ვახტანგ გომელაურისა და ნატალია ვუტოვას შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ვახტანგ გომელაურმა იმ რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტრომ არჩევნებისთვის შეიმუშავა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნატალია ვუტოვას უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, ასევე, ხაზი გაუსვა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს და მრავალწლიან თანამშრომლობას.