"ნაციონალურ მოძრაობას" ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი შეუერთდა. ახალი წევრი საზოგადოებას გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ წარუდგინა.
"ირაკლი ყიფიანი არ იქნება მხოლოდ ახალი სახე, ვინაიდან ის და მისი მეგობრები ახალ ხედვებს წარმოადგენენ, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ქვეყანა სიღარიბიდან და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან," - განაცხადა ნიკა მელიამ.