პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მჭედლიძემ წარმოადგინა ფოტო-მასალა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აზიანებენ სხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები "თავისუფალი დემოკრატების“ ბანერებს.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციამ ერთიანი ძალებით სასურველი შედეგის მიღწევა შეძლოს, თავად ოპოზიცია ანადგურებს მათ სააგიტაციო მასალებს.