17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, პარტიის წევრ ეთერ ჯალაღანიაზე გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში თავდასხმა მოხდა

"ევროპული საქართველოს" წევრ ეთერ ჯალაღანიაზე გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯალაღანია და მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი ავრცელებენ.

როგორც ეთერ ჯალაღანია ყვება, მას ათამდე ახალგაზრდა დაესხა თავს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მომხდარში რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ ადანაშაულებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ თავდამსხმელები გიგი ხოჯევანიშვილის მხარდამჭერები იყვნენ.

დღის ამბები