პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის“, გიგლა მიქაუტაძე "დღის კურიერში" იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლიც გლდანის რაიონში არსებობს. მისი განცხადებით, ძირითადი პრობლემა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს ეხება, რომელის შესახებაც, მისივე თქმით, მისმა კონკურენტებმა არც იციან.
"განსაკუთრებით მაინტერესებს გლდანის პერიფერიული უბნები. არის სოფელი გლდანი მაგალითად, უძველესი უბანია თბილისის და მას არ აქვს კანალიზაცია, არ აქვს გზა, მანქანა თუ ჩაივლის მტვერშია მთელი უბანი, ავტობუსი არ მიდის, სკოლა არ აქვთ და ა.შ. ამ პრობლემებზე მაჟორიტარმა არ უნდა ისაუბროს? არც ერთი ჩემი კონკურენტი ამაზე არ საუბრობს, იმიტომ, რომ არ იციან ეს პრობლემა და მე სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისთვის მინდა ვიყო პარლამენტში მათ ხმა," - აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, არ დაუშვებს გლდანი თბილისში მეორეხარისხოვანი უბანი იყოს. ვინ არიან მისი მთავარი კონკურენტები? ამ შეკითხვაზე კითხვის საპასუხოდ კი, "ლელოს" მაჟორიტარი კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" წარსულის პარტიებია.
"მე ორივეს განვიხილავ, როგორც ჩემს მთავარ კონკურენტს. ჩემთვის ეს ორი ძალა ერთი და იგივეა, ეს არის ორივე წარსული" - აცხადება გიგლა მიქაუტაძე.