17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
31 ოქტომბერს არჩევანი უნდა გავაკეთოთ არსებულ რეალობასა და მომავალს შორის - "სოლიდარობის ალიანსი"

პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" ლაშა გიორგაძე წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ პრობლემებზე "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს. ლაშა გიორგაძე აცხადებს, რომ პრობლემები არა მხოლოდ გლდანში, არამედ სხვა წერტილებშიც არსებობს, რომლებიც ძალადობრივი მოქმედებებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას გულისხმობს.

"იყო რამდენიმე ფაქტი, რომ რამდენიმეჯერ პლაკატები ჩამოხიეს და ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. ჩემთვის უფრო საინტერესოა იმაზე საუბარი თუ როგორი მძიმეა ზოგადი ფონი იმის გათვალისწინებით, რომ თითქოს წყნარად მიდის არჩევნები, ყველაფერი რეალურად არის კადრს მიღმა გადატანილი. ხალხი არის ძალიან დაძაბული. 31 ოქტომბერს ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ არსებულ რეალობასა და მომავალს შორის.

ეს არის ზოგადი პრობლემა, მხოლოდ გლდანს არ ეხება - ინფრასტრუქტურული პრობლემები, უმუშევრობა, სოციალური უთანასწორობა და ა.შ.

ჩვენ ჩვენი პროგრამით ვართ მომზადებულები იმისთვის, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ. სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს საბინაო პოლიტიკა იმიტომ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო არ ზრუნავდეს ადამიანებზე, რომლებსაც არა აქვთ სახლ-კარი," - განაცხადა ლაშა გიორგაძემ.

დღის ამბები