17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
სამწუხაროა, როდესაც ჩემი კონკურენტი ტყუის და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს - ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას შესახებ

პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს. პარლამენტის გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ნიკა მელია "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მის ოფისთან გამართული ქცია "ქართული ოცნების" მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც ლევან კობიაშვილი ამბობს, ნიკა მელია ტყუის და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

"სერიოზულად ვერ ვუპასუხებ, იმიტომ, რომ არანაირი შეხება მე პირადად, არც ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით არ მაქვს და სამწუხაროა, როდესაც ჩემი კონკურენტი ამჯერადაც ტყუის და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ასევე, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლევან კობიაშვილის სახელით ორ ახალგაზრდას სამართალდამცველებმა ნარკოტიკები ჩაუდეს, რის შემდეგაც მათი დაკავება მოხდა - კობიაშვილი  "აბსოლუტურ სისულელეს" უწოდებს. 

"პირველად მესმის და აბსოლუტური სისულელეა. ეს არის ჩვეულებრივი მათი დღის წესრიგი, როდესაც ცდილობენ ყოველთვის ჩემს სახელთან დაკავშირებით რაღაც ნეგატივი შეიტანონ, თუმცა საზოგადოება კარგად მიცნობს და კარგად იცის, რას წარმოვადგენ, შესაბამისად, ამით ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ერთადერთი შეუძლიათ, რომ მოიტყუონ და საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ეს წლების წინ გავიარეთ მათი ეს მცდელობები და ნამდვილად, როგორც ადრე, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ შედეგს მათთვის ეს არ მოიტანს,“ -განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 

დღის ამბები