როგორ აღმოჩნდა "დანაშაულებრივი რეჟიმის", როგორც თქვენ ამბობთ, ორი მოწვევის დეპუტატი, მესამე ნომრად თქვენი პარტიის სიაში? ჟურნალისტის კითხვაზე ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პირველი ნომერი ირმა ინაშვილი " პასუხობს, რომ გოჩა თევდორაძეს არ აქვს დანაშაული ჩადენილი და მას არ მიუღია მონაწილეობა ადამიანის მკვლელობაში, ძალადობაში და მსგავს ქმედებებში.
"გოჩა თევდორაძე არ არის ადამიანი, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. ის არ შედის იმ ადამიანთა სიაში, რომელიც კლავდა და აწამებდა.
თქვენ გინდათ გოჩას საპარლამენტო მოღვაწეობა მხოლოდ, "ნაცმოძრაობასთან" დააკავშიროთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ის ნინო ბურჯანაძესთან იყო თავიდან, ნინოს კვოტით შევიდა პარლამენტში. დიახ, ის იყო "ნაცმოძრაობასთანაც", მაგრამ ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" იმ პირებზე ვსაუბრობთ, ვინც მასობრივ ტერორს უწყობდა ხელს.
ბევრი სდუმდა, მაგრამ 2012 წელს თევდორაძის ძალისხმევით დაიშალა "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობა ქუთაისის საკრებულოში,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
"ღამის კურიერის" ეთერში ირმა ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მარინა მოლოდინი არასოდეს ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.
"მარინა მოლოდინი არასოდეს ყოფილა "ნაცმოძრაობის" წევრი, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ, როდესაც საზოგადოება გაჩუმებული იყო, მარინა მოლოდინი არ ექვემდებარებოდა შიშს და ამ თემაზე ხმამაღლა საუბრობდა. რაც შეეხება სამველ პეტროსიანს, ის არის პროფესიონალი,"- განახცადა ირმა ინაშვილმა.