"ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" მიერ, ბათუმში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრშიც. "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ყველა პარტიას გონივრულად მოქმედების ვალდებულება აკისრია, სწორედ ამიტომ, პარტიამ დღეს დაგეგმილი მსვლელობა გააუქმა.
"ყველა პარტიას გვევალება, რომ ჩვენ თვითონ მოვიქცეთ გონივრულად და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ზუსტად ამ მიზნით, ევროპულმა საქართველომ დღეს, შაბათს თბილისში დაგეგმილი მრავალათასიანი მსვლელობა გავაუქმეთ ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვინდა ხელისუფლებას ავყვეთ იმ თამაშში, როდესაც ხელისუფლებას ერთი სული აქვს მიაღწიოს არჩევნებამდე და მერე რაც იქნება იქნება," - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.