"ევროპული საქართველოს" ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირინა აფხაზავა, ჩაქვში, ჩაის უბნის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივების თქმით, მათ საცხოვრებელ ზონაში განვითარებულია მძიმე ეროზიული პროცესები, რის გამოც მათ ცხოვრება მეწყერსაშიში მდგომარეობის პირობებში უწევთ.